
თამარ მაღალაშვილი
შემდგომ დათვალიერებაზე რომ შევალთ ტექსტი რომ ჩანდეს:
თამარ მაღალაშვილს აქვს მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება საბანკო და საფინანსო, სამოქალაქო და კორპორაციული სამართლის, სასამართლო სამართალწარმოებისა და დავების გადაწყვეტის მიმართულებით. მისი პროფესიული საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება საბანკო სექტორს, უზრუნველყოფილი მოთხოვნების სამართლებრივ მართვასა და სასამართლო დავების წარმოებას.
2015–2021 წლებში მუშაობდა TBC ბანკის იურიდიულ დეპარტამენტში, სასამართლოსთან ურთიერთობის ჯგუფის იურისტისა და უფროსი იურისტის პოზიციებზე. 2021–2024 წლებში ამავე დეპარტამენტში ხელმძღვანელობდა უზრუნველყოფილი სესხების სამართალწარმოების მიმართულების ჯგუფს.
2024 წლიდან არის „თორაძე და პარტნიორების“ (Toradze & Partners) უფროსი კორპორატიული იურისტი, ხოლო 2026 წლიდან — შპს „კონსალტინგ გრუპის“ დირექტორი.
2026 წლიდან არის შპს „საფინანსო საარბიტრაჟო პალატის“ დირექტორი და პალატის თავმჯდომარე.
პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად აქტიურად არის ჩართული აკადემიურ საქმიანობაში — 2022 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
იურიდიული განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 2007–2011 წლებში სწავლობდა სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე. 2015 წელს ამავე უნივერსიტეტში დაასრულა კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამა.
არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.